07:41 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 18:34:11, 1224 ნახვა

საზოგადოება
ნინო ცაციაშვილი - თითოეული პირი, ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების საფრთხეს

ყველა შეზღუდვა,  რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

მან მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები.


„ იზოლაციის  და კარანტინის წესების დარღვევის  ფაქტები, სამწუხაროდ, არ ჩერდება და ბოლო  პერიოდშიც გვაქვს გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები, როდესაც ხდება თვითიზოლაციისა და კარანრტინის წესების დარღვევა.  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის რეგულაციები და  აკრძალვები, რასაც უწესებს  ჯანდაცვის სამინისტრო და გულისხმობს  იზოლაციისა და კარანტინის წესების პირნათლად შესრულებას. იქიდან გამომდინარე, რომ რეალუერი საფრთხე არის  ძალიან ადვილად აღქმადი და თითოეული  პირი, ვინც არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების პირდაპირ საფრთხეს. ამიტომ,  ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ რეგულაციებს  ყველა ერთად დავემორჩილოთ  იმიტომ, რომ ეს ყველა შეზღუდვა, რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics