05:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 15:54:32, 1259 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: ახლა პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის - ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ კინკლაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, კორონავირუსის სწრაფი ტესტების საკითხზე პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის და ამ საკითხის გადაწყვეტა დარგის სპეციალისტებს უნდა მივანდოთ.

მანვე განაცხადა, რომ ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ, მერე გავაგრძელოთ კინკლაობა.

„ვფიქრობ, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა თავი უნდა დაანებონ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების თუ პოლიტიკური ინტერესების ლობირებას. ახლა ამის დრო არ არის! ის ხალხი, ვინც ამას აკეთებს, მათსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს შორის, მე დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფრო ვენდობი. შესაბამისად, როცა ამის საჭიროება იქნება, არის შესაბამისი რესურსი და ამას დაავადებათა ეროვნული ცენტრი გააკეთებს ანუ გამოიყენებენ სწრაფ ტესტებს. მოდით, ვინც იცის ეს საქმე იმათ მივანდოთ ამის კეთება და ზედმეტ სპეკულაციებს თავი დავანებოთ. ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება თავი დავანებოთ ზოგადად პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა, დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და შემდეგ ვიჩხუბოთ პოლიტიკურად, ეს ოპონენტებსაც და ჩვენც კარგად გამოგვდის. ახლა ამისი დრო არ არის, ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ. ამ პრობლემას რომ დავამარცხებთ მერე გავაგრძელოთ კინკლაობა", - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics