12:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 15:56:23, 762 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია: ხორბლის ან პურის გაძვირება ლოგიკას არ ექვემდებარება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ბაზარზე ხორბლის ან პურის ფასის შესაძლო მომატება ლოგიკას არ ექვემდებარება.

,დანელიას თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს და პრობლემის შემთხვევაში, სახელმწიფო მწარმოებლებს ხელს შეუწყობს.

"არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება ხორბლის ან პურის ფასის მატება. ჩვენ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა გვქონდა. შესაბამისად, ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს. თუ რაიმე ხელშეწყობაა სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, ხელს შევუწყობთ. თუმცა არანაირ ლოგიკას გაძვირება არ ექვემდებარება და ვსწავლობთ რაშია საქმე. ამაში იგულისხმება ისიც, რომ თუ რაიმე პრობლემა აქვთ წისქვილკომბინანტებს, დაჩქარებულ ვადაში უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, ხორბლის მარაგი საკმარისია და ზოგადად ბაზარზე ხორბალი გაიაფებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics