03:27 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 13:28:04, 614 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კარბელაშვილი: მე ვიყავი გატაცებული

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, რომ ის 6 საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ. 
კარბელაშვილი ასევე ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. 
„გამთიშეს. ძალიან ბევრი ტრამვა მაქვს სხეულზე.  ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ეს იყო გატაცება.  რამდენიმე საათის განმავლობაში მე არც ვიცოდი სად მამოძრავებდნენ. ქვიშხეთის ასახვევთან, დაახლოებით 50 მეტრში მანქანიდან გადმომაგდეს. იმდენად ცუდად იქცეოდნენ...  დარწმუნებული ვარ, რომ ლიკვიდაციის სცენარი იყო“, – აღნიშნა კარბელაშვილმა „რუსთავი 2“–თან საუბარში. 
ცნობისთვის, გიორგი კარბელაშვილი გუშინ გვიან ღამე დააკავეს. 
აღნიშნულთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. 
„შსს–ს   საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.  ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს.
მოგვიანებით ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია. 
გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით)“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics