|
2020-03-30 18:04:05, 1460 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პრობლემას სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პრობლემას სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები პასუხობენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა უმოკლეს ვადებში შედარებით მოგვარდება. „ეს გადაწყვეტილებები ჩვენ დავიწყეთ დღეს იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ახალ ეტაპს, შიდა გავრცელებას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, ზოგჯერ ხისტადაც კი, რათა მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არაც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ. თუმცა, ამის გარანტია არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, რომ ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)