07:47 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 17:47:56, 1555 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია - სწრაფი ტესტების დრო იქნება მაშინ, როდესაც გაჩნდება ამის აუცილებლობა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში სწრაფი ტესტების დრო მოვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება.

მისი თქმით, სწრაფი ტესტები არ ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები ქუჩაში გამოვლენ და მასობრივ ტესტირებას დაიწყებენ.

„სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი თქვენთან ერთად აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ მასობრივ ტესტირებას, ეს არის სიცრუე და ამაში ფუნქცია არ არსებობს, არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას შემდგომ არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენს შემთხვევაში, დღეს ყველაზე ეფექტური და ყველაზე საჭირო არის პირველ რიგში, იმ სოციალური კონტროლის ჯგუფებისთვის, რომელიც წინა ხაზზე არის. სწრაფი ტესტების დრო იქნება მაშინ, როდესაც იქნება ამის აუცილებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics