|
2020-03-30 16:36:20, 2492 ნახვა
სამართალი
ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების ჰაკერულ ინფორმაციასა და კიბერუსაფრთხოების თაობაზე
მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)