18:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 22:25:45, 3515 ნახვა

მსოფლიო
დედოფალმა ბორის ჯონსონი ბოლოს 16 დღის წინ ნახა

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც დღეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ბოლოს 16 დღის წინ, კერძოდ 11 მარტს მიიღო - წერს Daily mail.

შეგახსენებთ, რომ დედოფალი 93 წლის მეუღლესთან ერთად პანდემიის გამო უინზორების სასახლეში კარანტინზე იმყოფება. მონარქის შვილს ჩარლზს კორონავირუსის დიაგნოზი აგრეთვე დაუსვეს და ის ამჟამად ცალკე - შოტლანდიაში მდებარე ბირკჰოლის სასახლეში კარანტინზე მეუღლესთან ერთად გადავიდა. მედიკოსების თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ და დაავადების მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. 

აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ დედოფალსა და პრემიერ-მინისტრს შორის დღეს სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics