|
2020-03-27 17:12:30, 1726 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული
„მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის" მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემაზე კომენტარისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს ზოგადად შავიზღვისპირეთში, მათ შორის ბუნებრივია ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. „მისასლმებელია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, „ეიპიემ ტერმინალსი" კვლავაც მტკიცედ ინარჩუნებს საქართველოში მასშტაბური - 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების, ფოთის პორტის გაფართოებისა და ახალი სიმძლავრეების აშენების სურვილს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ეს არის პრაქტიკულად დამატებით 10 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის საპორტო ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, 1000-მდე დასაქმებული ადამიანი, რაც განსაკუთრებით დღეს, კორონავირუსის გამოწვევის წინაშე მდგარი ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. „ამიტომ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ჩვენ გავეცით პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ამ პროექტზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო ნებართვა და წინ კომპლექსური პროცესია გასავლელი - დასაზუსტებელია პროექტის დეტალები, სტრუქტურა, მოსამზადებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება. მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ფასეულია თითოეული ახალი ინვესტიცია და ახალი დასაქმებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)