|
2020-03-27 14:49:41, 1598 ნახვა
საზოგადოება
მარტოხელა მოხუცების დახმარების აქციაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან
თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბში“ შეიძინონ პროდუქტები, რომელსაც ადგილზე მყოფი ”წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და თბილისის გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო. “ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ბევრი აქტივობა ბიზნესთან ერთად. მათ მოჰქონდათ საკვები პროდუქტები ბელიაშვილის #5-ში, სადაც ჩვენ სპორტული დარბაზი გადავაკეთეთ მიმღებ პუნქტად. ”წითელი ჯვრის“ მიერ შედგენილია საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნუსხა, ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის. ეს პროდუქტები გროვდებოდა, შემდეგ კი რიგდებოდა ჩვენი გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერ, რომლებიც გადამზადებულები არიან და უსაფრთხოების ყველა წესს იცავენ. დღეს უკვე განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს - „აგროჰაბთან“ ერთად განვახორციელეთ პირველი პროექტი, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რიგით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს და შეიძინონ პროდუქტები მათთვის. სხვა მსხვილმა მარკეტებმაც გამოთქვეს პროექტში ჩართვის მზადყოფნა, რასაც მივესალმებით, რადგან დღეს ერთმანეთის გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ პრეზიდენტის ნათია ლოლაძის განმარტებით, „აგროჰაბში“ მისულ მომხმარებელს დახვდება „წითელი ჯვრის“ კუთხე, სადაც მათ მოხალისეები გაუწევენ რეკომენდაციას საჭირო პროდუქტებთან დაკავშირებით. „ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოვიდეს „აგროჰაბში“, შეიძინოს ის პროდუქტები, რომელიც რეკომენდებულია, რომ მივიდეს ბენეფიციარებთან. ეს აქცია ჩაატარდება საქართველოს მასშტაბით, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის 39-ვე ფილიალი ჩაერთვება“, - განაცხადა ნათია ლოლაძემ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)