2015-08-08 15:10:48, 677 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული გმირების სამოქალაო პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.
„უკვე 22 წელი გავიდა ბაბუშერას ტრაგედიიდან. დღეს ჩვენ სამხედრო პატივით დავკრძალავთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც 22 წლის წინ დაიღუპნენ აფხაზეთში. ეს რა თქმა უნდა სიმბოლური დამთხვეაა. ეს არის ძალიან მძიმე გმირების ოჯახებისთვის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებულ 12 ადამიანის ნეშტს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან