20:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 14:46:22, 2729 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, 294.40 მლნ ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინფორმაციას კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, რომელიც 2020 წლის თებერვლის მდგომარეობას ასახავს.

მათი ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 294.40 მლნ ლარით (0.92%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.04%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 31.63 მლრდ ლარი შეადგინა.  ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 124.34 მლნ ლარით (0.87%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418.74 მლნ ლარით (2.37%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.17%-ით).

აღსანიშნავია ისიც, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.53 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.18%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 10.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.90%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით მეტი).

„2020 წლის თებერვლის განმავლობაში 0.38%-ით, ანუ 60.73 მლნ ლარით  შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 15.82 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.47 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.81 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით)“, - განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics