|
2020-03-25 13:40:18, 2083 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ლარის გაუფასურების შესაჩერებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს. „აფბა" მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურების ტენდენციას და მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი ნაბიჯების გადადგმისაკენ. იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართული ეკონომიკა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენს ეკონომიკაზე ის გლობალური კრიზისი მოქმედებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ. „აფბა“-ს შეფასებით, დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ მოუწოდებს ცენტრალურ ბანკს ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარებისაკენ, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის იმ რეალურ ნიშნულს, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მაკროეკონომიკური პარამეტრებისგან. „აფბა“ მიესალმება სებ-ის ქმედებებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრალურმა ბანკმა საერთო ჯამში 60 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა სავალუტო ბაზარზე. თუმცა, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება არასაკმარისი იქნება ლარის კურსის რეალურ წონასწორობის ნიშნულში დასაბრუნებლად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კურსის გაუფასურებამდე, ზემოხსენებულ ინტერვენციებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ უფრო მეტი ლარი მიაწოდა საპენსიო სააგენტომ კომერციულ ბანკებს. სწორედ ამიტომ, „აფბა“ ცენტრალურ ბანკს მოუწოდებს თანმიმდევრული და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლის შედეგადაც მოხერხდება კურსის რეალური წონასწორობის ნიშნულთან დაბრუნება. ამის ყველაფრის მისაღწევად, „აფბა“-ს რეკომენდაციაა სავალუტო ინტერვენციების პარალელურად მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოხსენებული ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, რეკომენდირებულია იქნება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე კრიტიკულ მომენტში გამოთავისუფლდება უცხოური ვალუტის რესურსი, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. ამ ინსტრუმენტების პარალელურად, „აფბა“ მიზანშეწონილად მიიჩნევს არაგეგმიური მონეტარული სხდომის მოწვევასაც. რომლის ფარგლებშიც, სწორი იქნება რეფინანსირების განაკვეთის 0.5% პუნქტით გამკაცრება. რასაც, როგორც მოკლევადიანი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება კურსზე, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს ნომონალური კურსიდან წამოსული წნეხის შემცირებას ინფლაციურ პროცესებზე“, - განაცხადეს ასოციაციაში.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)