|
2020-03-24 13:51:27, 1822 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ბოლნისისა და მარნეულის გარდა ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს ყველა ტერიტორიაზე გრძელდება
არა მარნეულსა და არა ბოლნისისი ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება - ამის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მარნეულსა და ბოლნისში დაშვებული იქნება გარკვეული საწარმოების მუშაობა, რომლებიც ღია სივრცეში მიმდინარეობს. რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის სხვა დარგებს და საწარმოებს, თუ ჩახედავთ ჩამონათვალს რომელიც ჩიქოვანმა გაახმოვანა და მალე გამოქვეყნდება, ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს ორი ტიპის რეჟიმი - ერთი არის მკაცრი კარანტინი, რომელიც მოქმედებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიაზე და უფრო მსუბუქი რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. მე მინდა განვმარტო არა მარნეულსა და არა ბოლნისისი ტერიტორიაზე, არამედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გრძელდება, შეზღუდვა არ ეხება საწარმოებს, სხავდასხვა მომსახურების სფეროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს , მშენებლობასა და ბევრ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, არამედ მთავარი არის დავიცვათ ეპიდემიოლოგების მიერ ნაკარნახები წესები რაზედაც ძალიან დეტალური განმარტება გაკეთდა. ამ დღეებში დარგობრივ გაიდლაინებსაც ვამზადებთ და მივაწვდით სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნეს ასოციაციებს. წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში, უბრალოდ ჩვენ მოვითხოვთ მენჯერებისაგან, ორაგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას, რომელიც შეიცავს თერმოსკრინინსგს, პერიოდულ დეზინფიცირებას, პერსონალის აღჭურვას პირბადეებით და ხელთათმანებით. ტექმომსახურების სერვისები არშედის აკრძალვაში, და მათის აქმიანობა გრძელდება იგივე ელემენტარული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წესების დაცვით. ის საქმიანობა რომელიც არის შეზღდვაში იყო ჩამოთვლილი - მაგალითად არასასურსათო საცალო ვაჭრობის ის ფორმა, რომელიც დაკავშირებულია მაღაზიაში მისვლასთან, მაგრამ ადგილზე მიტანით გრძელდება, აკრძალულია სარესტორნე და კაფეების საქმიანობა თუ კი ეს არ არის აწყობილი ადგილზე მიტანის სერვისით. საქართველოს მასშტაბით, ეკონომიკური საქმიანობა, გარდა იმ კონკრეტული მცირე ჩამონათვალისა გრძელდება, მაგრამ ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული წესების დაცვით. რაც შეეხება მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს, აქ არის განსხვავებული რეჟმი, ეს არის მკაცრი კარანტინი და აქ აკრძალულია ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა გარდა კონკრეტული დაშვებებისა. აკრძალულია საწარმოების საქმიანობა გარდა იმ წარმობებისა და იმ მომსახურებისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო უზრუნველყოფასთან, გარკვეულ სასოფლო სამეურნეო სამუშაობების ჩატარებასთან, აფთიაქებთან, ფინანსურ ოპერაციებთან და საწვავის მიწოდებასთან. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, შეგვიძლია დავუშვათ ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომელიც არ საჭიროებს დახურულ სივრცეში მუშაობას, მაგალითად როგორიცაა კარიერების დამუშავება, ქვიშა-ხრეშის მოპოვება,საშენ მასალათა წარმოება და სხვა სამუშაოებები რომელიც ღია სივრცეშია განლაგებული. ასევე არ აგვიკრძალავს, ტექდათვალიერების მომსახურების სერვისების ფუნქციონირება და ისინი მოემსახურებიან, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს, რაც შეეხება ჯარიმებს, ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო ვითრების პერიოდში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)