|
2020-03-23 18:21:42, 1540 ნახვა
ეკონომიკა
RMG ჯგუფის კორპორატიული დირექტორი - შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკური დინამიკის მაქსიმალური შენარჩუნება და იმ კრიზისის თვეებზე აგდანაწილება იყო რომელიც შეექმნა ყველას
შეხვედრის მთავარი თემა იყო ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის ეკონომიკური დინამიკა და რაც შეიძლება თვეებზე გადავანაწილოთ ის კრიზისი, რომელიც შეექმნა ყველა ჩვენგანს, - ამის შესახებ RMG ჯგუფის კორპორატიულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია RMG ოპერირებს სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, შესაბამისად, საზღვრის ჩაკეტვის გამო თანამშრომლებს კომპანიაში შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ. კახა მჭედლიშვილის განცხადებით, ასევე კომპანია ითხოვს, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მივიდეს პროდუქცია და შესაძლებელი გახდეს წარმოების გაგრძელება. „გუშინ გამოცხადებული საკარანტინო მდგომარეობის გამო ჩვენი კომპანია ფაქტობრივად გაჩერებულია, თუმცა პრემიერმა ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და დაგვპირდა, რომ უახლოეს ნახევარ საათში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენს მენეჯმენტთან ერთად ჩამოყალიბდება იმ ძირითადი პირობებზე, რომლის შესრულების შემთხვევაშიც კომპანია გააგრძელებს ოპერირებას უახლოეს საათებში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემური საკითხები, მოგეხსენებათ, ჩვენ ვოპერირებთ სამ მუნიციპალიტეტში - დმანისში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, შესაბამისად, საზღვროს ჩაკეტვა ჩვენს თანამშრომლებს აღარ აძლევს საშუალებას, ჩვენს კომპანიაში რაიმე ფორმით მოხვდნენ. ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოხდეს ლოგისტიკური კორიდორის მოწყობა, რათა კომპანიაში მოვიდეს პროდუქცია, რათა შევძლოთ წარმოების გაგრძელება", - განაცხადა კახა მჭედლიშვილმა.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)