23:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 22:04:58, 1238 ნახვა

საზოგადოება
ბექა დოჭვირი - საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება და არა საქართველოს მოქალაქეების

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით  ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე.
 

„დეკრეტშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მიმოსვლა წყდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. აგრეთვე მინდა  გაცნობით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით  ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics