|
2020-03-20 20:36:58, 3520 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი - კორონავირუსის მიერ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად შესაბამის პაკეტს უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ
ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის მიერ დაზარალებული სექტორების დასახმარებლად შესაბამისი პაკეტი უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, მთავრობის შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაოებენ, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის ზიანი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკას მიაყენა. „დღეს გვქონდა შეხვედრა ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან, სადაც ჩვენ განვსაზღვრეთ ის პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც ყველაზე ძალიან დაზიანდა კორონავირუსის შედეგად და უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, პირდაპირი და კონკრეტული და რომელიც იქნება მიმართული უშუალოდ იმ ადამიანების და იმ სექტორების დასახმარებლად, რომელიც დაზიანდა ამ რეალობის შედეგად. ვხედავთ იმას, რომ აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გუშინ გაცემული რეკომენდაცია დამატებით საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აუცილებელია იმისთვის, რომ შენელდეს ეპიდემიის გავრცელება და შემცირდეს რისკი ქვეყნის ეკონომიკაზე. „ასეთი ტიპის შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე იქნება კიდევ უფრო დიდი აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას და ბიზნეს სექტორს, რომ აუცილებელია ყველა რეკომენდაციის დაცვა, რათა სწრაფად შევამციროთ შესაძლო რისკები, სწრაფად გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია და მივცეთ ჩვენს ეკონომიკას შესაძლებლობა, უფრო სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირება", - განაცადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)