|
2020-03-20 13:57:06, 3453 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წადგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტში მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. აღნიშნული კენჭისყრა პარლამენტში განხილვის გარეშე გაიმართა. ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ჰააგის სასამართლოს მე-19 ასამბლეაზე ექვსი ახალი მოსამართლე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპის ვაკანტურ კვოტაზე, ვინაიდან ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს. გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეა. ის, ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)