15:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 15:54:33, 1377 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი ღია ბაზრების დახურვაზე - ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს

„ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს. მედიკოსების რეკომენდაციით,პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებ რისკიანია“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკული სცენარის განვითარების შემთხვევაშიც კი, ქვეყანაში სურსათით მომარაგება არ შეიზღუდება.

„ამ ეტაპისთვის ღია ბაზრები არ არის ის ობიექტი, რომელიც უნდა დაიხუროს. მედიკოსების რეკომენდაციით, პირიქით, ღია სივრცეში სავაჭრო ოპერაციები შედარებით ნაკლებ რისკიანია, ამიტომ ეს კიდევ უფრო დასაშებია. რაც შეეხება ყველაზე კრიტიკულ სცენარსაც კი, რომელიც არ არის ჩვენი დღის წესრიგის ნაწილი, ამ შემთხვევაშიც სურსათის მომარაგება არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არ იზღუდება და არ შეიზღუდება“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics