|
2020-03-18 13:42:30, 2551 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით - "Ilias" - ით სარგებლობენ. აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა - ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)