02:07 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 14:53:54, 1274 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა ახალი ინიციატივით გამოდის

სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობის მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე - ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები განახორციელოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით.

საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე.

,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება დამოკიდებულია მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს რკინიგზას.  სამი საკვანძო ტერმინალიდან, როგორებიცაა - ბათუმი, ფოთი, თბილისი, საქართველოს რკინიგზა მზად არის შესაბამისი მოცულობის ტვირთები გადაზიდოს აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის, სომხეთის მიმართულებით კონკურენტუნარიანი ტარიფებით. ტარიფები ბუნებრივია დამოკიდებულია ტვირთების სახეობასა და მოცულობაზე“,  - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

დავით ფერაძის თქმით, საკონტეინერო გადაზიდვის პროცესში, მისაღები ტარიფებით უზრუნველყოფილი იქნება  მაქსიმალური უსაფრთხოება ადამიანური რესურსის მინიმალური ჩართულობით.

შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზა აღნიშნული ინიციატივით ხელს უწყობს სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო, ეფექტურ და შეუფერხებელ განხორციელებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics