12:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 11:30:06, 2389 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული რ.ბ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაცით, აღნიშნულ დანაშაულებში ბრალდებულ რ.ბ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა რ.ბ-მ, 2019 წლის 25 ივნისს,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.გ.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს რ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა შ.ს.ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი ფ.ა და ბ.მ. ფეხის არეში დაიჭრა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ბ. 2019 წლის 26 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 3531 მუხლის მეორე ნაწილით და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის პოლიციელზე თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.   

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ.ბ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics