|
2020-03-17 10:06:53, 1351 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ადგილზე მიტანის სერვისის კომპანიები მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება. „კომპანიებისგან მოვისმინეთ რამდენად აქვთ რესურსი, გაუმკლავდნენ გაზრდილ მოთხოვნას. დავრწმუნდით, რომ მაქსიმალურად მზად არიან, მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს, გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ადამიანები ჩართონ სერვისის მიწოდებაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, აღვუთქვით მაქსიმალური მხარდაჭერა. ვფიქრობთ, რომ რესტორნებთან ძალიან კონსოლიდირებულად იმუშავებენ და რესტორნებიც შეძლებენ არ შეწყვიტონ გაყიდვები და გადავიდნენ მომსახურების უფრო უსაფრთხო ფორმებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ. თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას. როგორც კომპანია „ვოლტის" წარმომადგენელმა ნატალია ხიზანიშვილმა განაცხადა, კომპანია მზად არის დააკმაყოფილოს როგორც რესტორნების, ასევე სუპერმარკეტების მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნა. „ჩვენ ასევე დავნერგეთ ისეთი ფუნქციონალი, როგორიცაა უკონტაქტო მიტანა, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ. კომპანია „მენიუ ჯის" დირექტორის თამარ არევაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო. მისივე თქმით, კომპანია სრულად არის მზად როგორც პროგრამულად, ასევე კურიერების რაოდენობის მხრივ, რომ არსებულ გამოწვევას უპასუხოს. შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და „საქართველოს ფოსტის" დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)