06:41 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 13:03:21, 2172 ნახვა

ომი უკრაინაში
მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს, უფასო სასადილოებიდან სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ

დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა. 


 ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის, ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.
 
მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებიან. 

აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე ( 032 2 722222 ), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება.

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics