|
2020-03-16 11:27:16, 2726 ნახვა
ომი უკრაინაში
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით ინფიცირებული, ლონდონში დაბადებული ახალშობილია
მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კორონავირუსით ინფიცირებული ლონდონში დაბადებული ახალშობილია. ორსული დედა საავადმყოფოში ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე, საეჭვო სიმპტომების, პნევმონიის საფუძველზე კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა კორონავირუსით დაინფიცირება ბავშვის დაბადების შემდეგ დადასტურდა. დაავადების მიზეზად ხველებით და ცემინებით ინფიცირებას ვარაუდობენ, რაც ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. დედას და შვილს ლონდონის სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობენ. არსებული ინფორმაციით, ისინი საფრთხეში აღარ იმყოფებიან და სულ მალე გამოჯანმრთელდებიან. გინეკოლოგები, ბავშის დედისგან განცალკევების საჭიროებას გამორიცხავენ და ადასტურებენ, რომ ინფიცირების მიუხედავად დედას შეუძლია ბავშის ძუძუთი კვება განაგრძოს. ისინი თვლიან, რომ ორსულები და ახალშობილები რისკ ჯგუფს არ განეკუთვნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)