|
2020-03-15 22:44:15, 1324 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რათა არ იყოს სურსათის მიწოდებაში წყვეტა და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს. ჯგუფის მუშაობის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილისასურსათოქსელების, იმპორტიორი დადისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „პრემიერის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს ჯგუფი, რომელიც ხვდება მომწოდებლებს და არსებულ სიტუაციაში ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის მონიტორინგს ახორციელებს. რეგულარული მონიტორინგი და შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება როგორც იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან, ასევე მსხვილი სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან, რათა, ერთი მხრივ, არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და, მეორე მხრივ, არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სურსათის დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალიშესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)