03:54 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 11:34:39, 1490 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, Wizz Air-ი 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან რამდენიმე ქვეყანაში ფრენებს აჩერებს

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს : ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები.

„პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე. ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics