23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 15:04:33, 2005 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოშის" ფარგლებში მცირე სასტუმროების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა


სახელმწიფო, ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარს გამოყოფს საოჯახო სასტუმროების კრიზისის პერიოდში დასახმარებლად - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, კორონავირუსის და ეკონომიკაზე ნეგატიური გავლების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 


მისი თქმით, დახმარებას მიიღებს ყველა სასტუმრო რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამება, გაწერილი ბიუჯეტის გადაჭარბების შემთხევავშიც. 

"შეგახსენებთ, გასულ წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც საკმაოდ დიდი დარტყმა მიადგა სასტუმროების ბიზნესს, ჩვენ ძალიან ოპერატიულად მივიღეთ გადაწყვეტილება და გამოვკვეთეთ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, მცირე სასტუმროები და ეს იყო ოთხი ნომერდან ოც ნომრამდე  მცირე სასტუმროები, სადაც ეკონომიკის სამინისტროში არსებული "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მეშვეობით დავასუფსიდირეთ საბანკო სესხების პროცენტი კრიზისის მომავალი 6 თვის განმავლობაში.

 
ამ პროგრამამ საკმაოდ  კარგად იმუშავა, მიუხედავად იმისა,  რომ მთელი საქართველოს მასშტაბით  მცირე ზომის ბევრმა სასტუმრომ მოგვმართა მსგავსი დახმარების თხოვნით და ჩვენ ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები ოცი ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, მიიღებენ მცირე დახმარებას. ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუფსიდირებას, რაც გაკეთდა მაშინ უბრალოდ სასტუმროების არეალი და ზომა იზრდება. 


რატომ ვაკეთებთ ამას, იმიტომ, რომ ტურისტული და სასტუმროების ინდუსტრია არის წარმოდგენილი როგორც მსხვილი სასტუმროები ასევე მცირე, საოჯახო სასტუმროები. ქონების გადასახადის გადავადება ეს არის ყველა ზომის სასტუმროსთვის, თუმცა მცირე ზომის სასტუმროები არის კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი, ამიტომ მათთვის დამატებითი დახმარების ზომა საბანკო სესხის სუფსიდირებაა. 


ეს თანხა გამოიყოფა  "აწარმოე საქართველოში" - ის  პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტიდან. კონკრეტული თანხის პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით სამი მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. თუმცა ვინც მოგვმართავს და იმ კრიტერიუმების შესაბამისი იქნება რაც ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული, შეუფერხებლად  მიიღებს დახმარებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯამი გადააჭარბებს გაწერილ თანხას რაც მე დავასახელე", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics