|
2020-03-10 23:04:48, 13007 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ყველანაირ პრევენციულ ზომებს მივმართავთ, მობილიზებულია ყველა სამსახური, თუმცა გამორიცხული არაფერია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში, ყველა სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში შემოსვლისთანავე გამოვლინდეს, თუმცა გამორიცხული არაფერია. მანვე მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, რომ ტემპერატურის მომატებისთანავე მიმართონ ექიმს. „ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, ყველანაირ პრევენციულ ზომებს მივმართავთ და როგორც ხედავთ, მაქსიმალურად მობილიზიებულია ყველა სამსახური, რომ შემთხვევა გამოვლინდეს ქვეყანაში შემოსვლისთანავე, თუმცა გამორიცხული არაფერია, ამიტომ გვმართებს მაქსიმალური მობილიზება, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა მოქალქეს, რომელიც მოგზაურობდა მაღალი რისკის ქვეყნებში, ბოლო 1 თვის, სამი კვირის განმავლობაში და აღენიშნება ტემპერატურის მომატება ან სხვა რესპირატორული სიმპტომები მაშინვე დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)