06:16 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 15:55:45, 2800 ნახვა

რეგიონი
შუახევში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 პირველი შეხვედრა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ლაკლაკეთის, სამოლეთის, კვირიაულის, მოფრინეთის,ცინარეთის მოსახლეობასთან გაიმართა.

 მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს წევრი ედნარ კეჟერაძე და მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი რუსლან ბერიძე ესწრებოდნენ. 

 გიორგიი დავითაძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.

კენჭისყრის შედეგად კვირიაულში და მოფრინეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წისქვილებს და მოეწყობა გარე განათება, სამოლეთში სანიაღვრე არხი და გარე განათება დასახელდა, ლაკლაკეთში გზის რეაბილიტაცია და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს, ხოლო ცინარეთში სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

 დღესვე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფლებში და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics