21:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 15:20:46, 2678 ნახვა

პოლიტიკა
15 დღიანი ტყვეობის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ბრუნდებიან

15-დღიანი ტყვეობის შემდეგ, მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურები აფრიკიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტში მეკობრეთა ტყვეობიდან გამოხსნილ ქართველ მეზღვაურებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დახვდებიან.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა, Oceangold Tankers Inc-მა ყველა შესაბამისი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად და გამოავლინა კრიზის მართვის მაღალი უნარები, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა გათავისუფლების პროცესი.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები თავად ჩამოიყვანენ მეზღვაურებს საქართველოში.

„აღვნიშნავთ, რომ გემთმფლობელთან ერთად პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და შედეგის სწრაფად დადგომისთვის ყველა მხარემ კოორდინირებულად იმოქმედა“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

ცხრა მეზღვაური, მათ შორის ოთხი ქართველი, აფრიკის სანაპიროსთან 20 თებერვალს ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ALPINE PENELOPE-ზე მეკობრეების თავდასხმის შედეგად დაატყვევეს. მეზღვაურები 6 მარტს გაათავისუფლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics