21:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 12:36:50, 2216 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ჩამოყალიბება იგეგმება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების განაწილების შესახებ - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. 

"დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს. თბილისში  ვფიქრობთ 7 ოლქი უნდა გაკეთდეს, რაც შეეხება სხვა ქალაქებს ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი - იქნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. რუსთავის შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს მთელი მიმდებარე სოფლების დამატება, ფოთის შემთხვევაში საჭირო გახდება  დამატებით ორი მუნიციპალიტეტის შეყვანა მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი იქნება ერთი დამოუკიდებელი ოლქი. სხვადასხვა მიზეზის გამო დიდი მანევრირების საშუალება არ არის. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ბუნებრივია, ევროსაბჭოს სტანდარტი, რომლის მიხედვით გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 15 პროცენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics