2020-03-10 09:20:18, 2802 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე პოლიტპატიმრებზე - პარლამენტის წევრის გადასაწყვეტი არაა, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ არა
"პოლიტიკოსის, პარლამენტის წევრის და პარლამენტის თავჯდომარის გადასაწყვეტი დემოკრატიაში არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაზეც შეთანხმება არ არსებობს, იმის შეთანხმების სახით ჩაწერას ვერ მოსთხოვენ.
"რაზეც შეთანხმება არ არსებობს, იმას შეთანხმების სახით ვერ მოგვთხოვს ვერავინ. რომ მომხდარიყო კიდევ რამე შეთანხმება , ესეც დაიწერებოდა იმ დოკუმენტში. პოლიტიკოსის, პარლამენტის წევრის და პარლამენტის თავჯდომარის გადასაწყვეტი დემოკრატიაში არ არის, ვინ იქნება პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდება. ეს არის სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქცია და რა თქმა უნდა, ამაში პოლიტიკოსები ვერ და არ ჩაერევიან", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,