21:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 13:14:35, 1621 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - როდესაც ადამიანი მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, პოლიტიკიდან უნდა გავიდეს

„პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ისეთ პირებს, რომლებსაც საჯარო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი აქვთ მოპარული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი. რომელიც მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, პოლიტიკიდან უნდა გავიდეს.

„ჩვენ გვაქვს ზოგადი შეთანხმება იმასთან დაკავცშირებით, რომ არც ერთი მხრიდან არ იქნება ეს საკითხი გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის. როგორც გრძელდებოდა პროცესები საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შექმნის შესაბამისად, ასევე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები. საქართველოში არის დამოუკიდბელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გამოძიებაზე და შემდეგ სასჯელის შეფარდებაზე. უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც მოპარული აქვს ათეულობით მილიონი ლარი საჯარო ბიუჯეტიდან და ვერ ვუწოდებ პოლიტპატიმრებს ისეთ პირებს, რომლებიც იჭრებოდნენ საქართველოს პარლამენტის შენობაში. როდესაც ადამიანი მხილებულია თუნდაც მსუბუქ დანაშაულში, ის უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ეს არის უმარტივესი პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში ეს პრინციპი სამწუხაროდ არ მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე პოლიტიკური კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics