06:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 16:36:43, 2029 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 100 ქალი ფლობს. მათ შორის არიან: ქალი პილოტი - 5, ქალი ავიამეთვალყურე - 9 და ქალი ბორტგამყოლი - 86. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის 9 ქალია.

აღსანიშნავია, რომ ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. შარშან ამ დროს, ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან 3 პილოტი და 69 ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს 62 (აქედან 1 პილოტი, 51 ბორტგამყოლი). გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე. თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა ქალების საერთო რაოდენობა, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში კვლავ ძალიან მცირეა.

#ICAO სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობა. ყველაზე მეტი ქალი კი ბორტგამყოლად მუშაობს (დაახლოებით 79%). ICAO-ს პროგნოზებით, 2034 წლისთვის, მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის გაორმაგებაა მოსალოდნელი. ავიასპეციალისტების დეფიციტურობის გათვალისწინებით, ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და საავიაციო ინდუსტრიას ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის განმტკიცებას, ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას და შესაძლებლობების რეალიზაციას საავიაციო სექტორში. ორგანიზაცია საავიაციო სასწავლო დაწესებულებებს, ავიასაწარმოებსა და საავიაციო ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების პოპულარიზაციის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics