00:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 11:40:24, 3895 ნახვა

ეკონომიკა
საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს

საპენსიო სააგენტოს რისკის კომიტეტი თითოეული ტრანზაქციის კანონთან და საინვესტიციო დოკუმენტთან შესაბამისობას შეამოწმებს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი საუბრობს.

ბაქარ მარუაშვილის განცხადებით, სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება.

,,რისკის კომიტეტის მხრიდან,  იქნება წინასწარი დასტური გარკვეულ მაღალი რისკის შემცველ ტრანზაქციებზე, გაივლის რისკის გუნდს, გავაკეთებთ ადეკვატურ შეფასებას, რის საფუძველზეც შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება გარკვეულ ლიმიტებთან მიმართებაში, ასევე ექნება უფროს საინვესტიციო ოფიცერს, თუმცა როგორც რისკის გუნდის მიერ, ასევე სპეციალიზირებული დეპოზიტარის მიერ მოხდება რისკების ადეკვატურობის შეფასება, ასევე კანონმდებლობასთან და სხვა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმება", - განმარტავს ბაქარ მარუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით ინვესტირების პროცესი დაიწყო. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics