10:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 09:21:43, 327 ნახვა

პოლიტიკა
სასჯელაღსრულებისა მინისტრი კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან გამართა.

სახალხო დამცველმა კახა კახიშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

უწყების ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრეს, ასევე, შეეხნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებსა და რეგულარულ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საერთო პრიორიტეტია მსჯავრდებულების უფლებების დაცვა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ყველაზე მთავარია ამ პრობლემის გარშემო კონსულტაციები, გამოსავალის ძიება და საჭირო ამოცანების დასახვა. სახალხო დამცველთან ერთად  შევთანხმდით, რომ ჩვენ მუდმივად, საჭიროებიდან გამომდინარე კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ გავმართავთ შეხვედრებს, სადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ და დავსახავთ გზებს, რომლითაც შეგვიძლია სისტემის გაუმჯობესება. ვიმუშავებთ მუდმივი კონტაქტისა და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხს შეეხნენ, რომელიც სისტემაში არსებობს.

„სასიამოვნოა, რომ მინისტრმა პირველი სამუშაო დღის ნაწილი სწორედ სახალხო დამცველთან ვიზიტს დაუთმო და ეს არ არის მხოლოდ სიმბოლიზმი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი გაიზრდება და დავსახავთ კონკრეტულ გზებს, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

შეხვედრას სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და მოადგილე ნათია კაციტაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics