08:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 22:20:48, 1747 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პირი იმ მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფეცია დღეს დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც დღეს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინეს.

მისი თქმით, 5-ვე ინფიცირებული ადამიანი იტალიაში სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ. 

"მეოთხე დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკვლეული იქნა 25-მდე სხვადასხვა ოჯახურებრივი თუ სამსახურებრივი კონტაქტი. ყველასთან ჩატარდა ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და დამატებით 5 ადამიანი იქნა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში. ძირითადად ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ვინც გახლდნენ ერთად სამოგზაუროდ იტალიაში. მიმდინარეობს ამ 5 ადამიანის დამატებითი კვლევა. რა ტქმა უნდა, კონტაქტები კიდევ გაფართოვდება, დაიწყება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 9 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 162 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 45 პირი გადის. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics