20:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 15:53:18, 4607 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის უდიდესი ავიაკომპანია, „Flybe" გაკოტრდა

ინგლისის უდიდესი ავიაკომპანია, "Flybe" გაკოტრდა. 2 000-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ავიაკომპანია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანიის გაკოტრება, კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა მოგზაურთა რიცხვი.

კომპანია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ კომპანიაში ადმინისტრაცია შევიდა.

„Flybe-ს ყველა ფრენა გაუქმებულია. გთხოვთ ნუ მიხვალთ აეროპორტში, რადგან ფრენები არ შესრულდება“, - ვკითხულობთ „ტვიტში".

გარდა ამისა კომპანია მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, რომ ალტერნატიული გზა მოძებნონ და ისარგებლონ სხვა ავიაკომპანიით ან რკინიგზით ისარგებლონ.

მოგვიანებით კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის მომსახურე პერსონალისა და მომხმარებლების გადაყვენას ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია უფასოდ განახორციელებს.

ავიაკომპანიის დირექტორმა მარკ ანდერონმა თანამშრომელბს წერილი მისწერა, სადაც ვკითხულობთ, „ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვერ ვიპოვეთ სიტუაციიდან გამოსავალი“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics