2020-03-05 12:51:07, 1657 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე - ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ პოლიტპატიმრების ბედით არავინ არ ივაჭრებს
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვივაჭროთ პოლიტპატიმრების ბედით და დავთანხმდეთ ისეთ სისტემას, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული“, - ამის სესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 100/50-ზე მოდელი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან კავშირში არ არის.
„ძალიან ვაფასებთ ამ წერილს, რომელიც ორივე ამ პოლიტპატიმარმა გამოაქვეყნა ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ანუ ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვივაჭროთ პოლიტპატიმრების ბედით და დავთანხმდეთ ისეთ სისტემას, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული. ამისი მაგალითი არის შემოთავაზებული 100/50-ზე. ეს არი ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა გაიგოს ეს ივანიშვილმა იმიტომ, რომ არავინ არ ივაჭრებს პოლიტპატიმრების ბედით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,