09:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 10:20:21, 874 ნახვა

საზოგადოება
დათვების თავშესაფრის საკვები პროდუქტით მომარაგებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ცხვარიჭამიაში მდებარე დათვების თავშესაფარს სხვადასხვა სახის დაზიანებულ საკვებ პროდუქტებს  ჰიპრემარკეტი „კარფური“ ყოველდღიურად მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ,  დათვების თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა და ჰიპერმარკეტის „კარფური“ გენერალურმა მენეჯერმა, ქრისტოფ ორსემ  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბრაკონიერების, ასევე მოსახელობის ტყვეობიდან დახსნილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვების დაცვას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

„მისასალმებელია, რომ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გამოეხმაურა ჩვენი სამინისტროს ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დათვების თავშესაფარს ნარჩენ პროდუქტს სიმბოლურ ფასად მიაწვდის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავშესაფრის შექმნის ინიციატორს, სოსო ჯიქურაშვილს.  ვიმედოვნებ,  რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს იმ მანკიერი პრაქტიკის დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

როგორც ქრისტოფ ორსემ აღნიშნა, ჰიპერმარკეტი „კარფური“ მზადყოფნას გამოთქვამს ცხოველთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამოწყებულ ინიციატივას შეუერთდეს და ერთობლივი აქტივობებით, ხელი შეუწყოს თავშესაფარში მყოფი ტყვეობიდან დახსნილი დათვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics