09:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 13:10:53, 1190 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და  სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება,  დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა,  სარკინიგზო შემადგენლობებში და  სადგურებში  დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით.

ასევე, ყველა სამგზავრო მატრებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების  დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics