20:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 16:25:45, 1520 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე კინზინგერის განცხადებაზე - კონგრესში ჩვენი და ჩვენი მეგობრების პოზიცია არის საერთო, ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს

„კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისაკენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებას.

მისი თქმით, შეერთებული შტატების კონგრესში ხელისუფლებისა და მათი მეგობრების პოზიცია საერთოა.

„მე მოვისმინე კინზინგერის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე და შემიძლია გითხრათ ის ძირითადი საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მან თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები საჭიროა დარჩეს პროპორციული და იცით, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და უკვე წერია კონსტიტუციაში. მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღწეული შეთანხმება. კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისაკენ. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნები. არსებობს კონკრეტული, სამართლიანი შეთავაზებები და პირობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონგრესში ჩვენი მეგობრების და ჩვენი პოზიცია არის საერთო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას შეთანხმებისკენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის,  შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველოში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პროგრესი არ მიიღწევა, „რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics