01:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:16:39, 2217 ნახვა

ეკონომიკა
გახარია - უნდა ვიშრომოთ, რათა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს

„უნდა ვიშრომოთ, რათა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ორი ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა, შეუძლებელია საქართველოსა და სომხეთს შორის იყოს გაუგებრობა.

„ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა 100 წლოვან ისტორიას მოითვლის და ჩვენ, ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური. მადლობა ვიზიტის გამო, რომელიც შედგა ერევანში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტიც, იქნება კიდევ უფრო ეფექტური, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქლაქეები იყვნენ უფრო განვითარებული ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებს და დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხარისხობრივ, ახალ დონეზე გადაყვანას.

მოგეხსენებათ, საქართველოს მხარემ გაუსვა ხაზი საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკური, ასევე განათლებისა და კულტურის განვითარებისთვის და აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქლაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი, მოქალაქეების გადაწყვეტილება და ქვეყანა ამ მიმართულებით ადგას ურყევ გზას.

ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მიუხედავად საგარეო ორიენტაციებისა, შეუძლებელი იყოს რაიმე გაუგებრობა და გაურკვევლობა.და ჩვენ მეგობრულ, კეთილმზეზობლურ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. დემოკრატიზაციის ხარისხი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხელს უწყობს თანამშრომლობას.ჩვენ მივესალმეთ და მივესალმებით სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას, ჩვენთვის ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics