2020-03-02 14:57:40, 1536 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ინფლაციის მაჩვენებელზე - 2. 5 მლნ ადამიანს გაუძვირდა ცხოვრება
„ნაციონაკური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლეს გამოემხაურა.
მაჩვენებლის მიხედვით, სურსათსა და პირველადი მოხრების პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ინფლაცია შეინიშნება.
რომან გოცირიძის თქმით, პროდუქტი გაძვირდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ღარიბები ან სიღარიბის ზღვარს მყოფნი არიან და მათი რაოდენობა 2.5 მლნ-ზე მეტია.
„ქვეყანაში კვლავ ძალიან მაღალია ინფლაცია. ჩვენი მოსახლეობის 79 პროცენტი არის უკიდურესად ღარიბი, ან ღარიბი, ან სიღარიბის ზღვართან ახლოს მყოფი. ეს არის 2. 5 მლნ ადამიანი. სწორედ ამ ხალხს გაუძვირდა პირველ რიგში ცხოვრება, ვინაიდან გაძვირდა სურსათი და პირველადი მოხმარების საგნები, რომლებეც იხარჯება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,