|
2020-03-02 14:07:44, 1396 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კოხრეიძე - შორენა ღლონტმა საზოგადოებისგან დაფარულად ბიუჯეტიდან მალულად აიღო თანხა
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გიორგი კოხრეიძე და ბორდის წევრი სოსო სტურუა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს შორენა ღლონტს, ეთერის გაყიდვასა და ბიუჯეტის გვერდის ავლით თანხის აღებაში ბრალს სდებს. კოხრეიძე აღნიშნავს, რომ მას შორენა ღლონტისთვის წერილით არ მიუმართავს და არც რაიმე შეუტავაზებია. „საინფორმაციოს უფროსმა საზოგადოებისგან დაფარულად ბიუჯეტიდან მალულად აიღო თანხა და ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი. შორენა ღლონტისთვის წერილობით მე არაფერი არ შემითავაზებია პირდაპირ ვამბობ. თვითონ უნდა ნახოს თუ აქვს მას რამე რესურსი, სადაც ის შეძლებს გააგრძელოს მუშაობა. სადაც ვერ შეძლებს იქ მსგავსი რამე განახორციელოს“, - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ. ბორდის წევრის, სოსო სტურუას თქმით, ხელშეკრულებაზე ხემომწერი შეცდომაში მაშინდელმა HR სამსახურის უფროსმა შეიყვანა. „თანამშრომელს როგორც ფიზიკურ პირს გაყიდული აქვს ეთერი მიღებულია ფული ბიუჯეტის გვერდის ავლით, პირდაპირ პპიროვნების ჯიბეში. როგორც ხელშეკრულებაზე ხელმომწერი განმარტავს, რომ ის ენდო და ჩემი აზრით, შეცდომაში შეიყვანა მაშინდელმა HR სამსახურის უფროსმა“, - განაცხადა სოსო სტურუამ.
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)