11:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:36:18, 1014 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“.

 3 წლიანი პროექტის მიზანია ველური ვაზის გავრცელების თანამედროვე არეალის შესწავლა, საქართველოს ფარგლებში ახალი ფორმების მოძიება, მათი დაცვის მიზნით ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება, ველური ვაზის დაცვის სტრატეგიის ჩამოყალიბება, კოლექციაში არსებული ველური ვაზის ფორმების ამპელოგრაფიული აღწერა და კატალოგის მომზადება.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას და ამ კუთხით ცნობიერების გაზრდას.

პროექტის „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ექსპედიციები, გავრცელებული ველური ვაზის ბუნებრივი პოპულაციების მოძიება, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დამაგრება და კვლევა. 2019 - 2020 წლების  განმავლობაში მოძიებულია ველური ვაზის 6 ახალი პოპულაცია და 17 მცენარე, გასამრავლებლად შეგროვებულია 66 გენოტიპი.

აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპიური მცენარეა და წარსულში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას ვაზის ქართულ ჯიშებთან ერთად „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics