|
2015-08-02 15:53:45, 1682 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 3 კილო კაიმაღი ჭამა და ცუდად გახდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშუმში სახალხო დღესასწაულ შუამთობაზე ყოფნისას, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ერთი ისტორია გაიხსენა. ღარიბაშვილის თქმით, "პუმას" ტიპის ვერტმფრენში 40 მილიონი ევრო სააკაშვილმა იმიტომ გადაიხადა, რომ შუამთობის დღესასწაულზე 3 კილო კაიმაღი ჭამა და ცუდად გახდა. "დღეს მითხრეს, რომ ამ დღეებში, შუამთობას, დაახლოებით, 200 კილო ტრადიციულ კერძ კაიმაღს ამზადებენ. სხვათაშორის, ერთი ისტორია გამახსენდა, აქ მომიყვნენ აჭარლები. როცა 3 წლის წინ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი, შემდეგ გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შეუახევში დასმა ვერტმფრენის.შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რომ რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა" და ამიტომ გადაიხადა 40 მლნ ევრო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)