15:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 13:30:11, 2580 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი მოპედის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ბ.ჭ., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მისი თქმით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ მოპარული და გადამალული  მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
შსს: საბაჟოზე 103 კგ-მდე მეტამფეტამინი ამოიღეს, ღირებულება შავ ბაზარზე ₾30 მლნ-მდეა
რუსეთში ტურისტული სააგენტოების მასობრივი დახურვა დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics