12:52 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 14:45:17, 2130 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საკარანტინო შენობიდან ერთ-ერთმა პაციენტმა აცნობა, რომ შენობაში შესაბამისი პირობები არ არის

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკარანტინო ზონაში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა შენობაში შესაბამისი პირობების არ არსებობასტან დაკავშირებით აცნობა.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო შენობაში მოთავსებულ პაციენტებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს.

„ხელთ მაქვს დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი დახმარებას ითხოვს.

დავწერ მის რამდენიმე ფრაზას:

- მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს

- არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის...

- ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ

- ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა

- გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ

- არავინ გამოჩენილა. ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერვის ველაპარაკებით

- მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი

- პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო

- ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსო. ეს ხალხი წუხელ მიიყვანეს. 13:00 გახდა და ჯერ საჭმელი არ მოუტანიათ“,  - წერს ჭიაბერაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics